ზოგადი სამრეწველო საღებავები

სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული ტექნიკა
სამშენებლო ტექნიკა

მეტი
დამცავი საღებავები

სტრუქტურული ფოლადი
ტექნიკური სტრუქტურა
მილსადენები

მეტი
Therna

მსხვილი ტექნიკა
წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
სამზარეულოს ჭურჭელი

მეტი
ტექნიკური მომსახურება

„KANAT Paint & COATINGS“ დახმარებას უწევს მომხმარებლებს, განსაკუთრებით ტექნიკური მომსახურებისა და ტრენინგების საშუალებით, რათა დაკმაყოფილდეს ფართო მასშტაბით არსებული ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: გაშრობა, საღებავის ხარისხის დონე, ზედაპირის ვიზუალური მხარე, გარემოს მხრიდან ზემოქმედება და ფინანსები, რომლებიც დაკავშირებულია საღებავის გამოყენების სფეროებთან.

კვლევისა და განვითარების ცენტრი

გარდა აღნიშნულისა, „KANAT“-ს აქვს პროდუქტის პორტფოლიოს შექმნისა და სექტორში მოწინავე მწარმოებლად ქცევის სტრატეგიული მიზანი, რათა სისრულეში იქნას მოყვანილი სექტორში არსებულ მომხმარებელთა ყველა მოთხოვნა თუ საჭიროება.

ჯანმრთელობის დაცვა - უსაფრთხოება - გარემოზე ზრუნვა

„KANAT“-ის პრიორიტეტებია: ”სიცოცხლის პატივისცემა, ”ხალხი უპირველეს ყოვლისა” და ”უსაფრთხოება პირველ რიგში” მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც არსებობს მისი ბიზნესის ხაზისთვის.

ტრენინგ სამსახური

„KANAT PAINT & COATINGS“ რეგულარულად აწყობს სასწავლო პროგრამებს საკუთარ და/ან მისი მომხმარებლების ობიექტებზე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების ერთმანეთთან გაზიარებისა და ინფორმაციის განახლების მიზნით.

ხარისხის მენეჯმენტი

„KANAT“-ის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ხარისხი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად და ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიამ დანერგა ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინებს, თავისი კონტრიბუცია შეიტანოს გუნდურ მუშაობაში, გადახედოს და გააუმჯობესოს ყველა პროცესი. კომპანიის სისტემას აქვს IATF. 16949 და ISO 9001 სტანდარტები.

კარიერა „KANAT“-ში

ონლაინ გაგზავნილი სამუშაო აპლიკაციები დასაქმების ვებსაიტების, ელ.ფოსტის ან თავად ორგანიზაციის შიგნით გაწეული რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება. ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, უკავშირდებიან შესაბამის კანდიდატებს და მათ გასაუბრებაზე იბარებენ.

Loading map...

Loading