კვლევისა და განვითარების ცენტრი

მდგრადი განვითარება > კვლევისა და განვითარების ცენტრი

კვლევისა და განვითარების ცენტრი

„KANAT“-ის ხედვაა იყოს სექტორში სანდო და პოპულარული ბრენდი, ჩვენ, როგორც გლობალური ბაზრის ნაწილი, პირდაპირი და არაპირდაპირი საექსპორტო საქმიანობითა და ინოვაციურ და ინფორმირებულ მომხმარებლებთან თანამშრომლობით, ბედნიერი და პროცესებში ჩართული პერსონალით. კვლევისა და განვითარების ცენტრს, რომელიც რეგისტრირებულია 2015 წლის ოქტომბერში თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა „KANAT– ს მიერ დასახული მიზნების სისრულეში მოყვანის პროცესებში. „KANAT“-ის კვლევისა და განვითარების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან. „KANAT“ ცდილობს ფეხი აუწყოს მომხმარებელთა მოთხოვნებსა და სექტორის სპეციფიკურ ტექნოლოგიურ მიღწევებს, შესაბამისად იგი მუშაობს ცენტრის სტრუქტურირებაზეც.

2014 წელს კვლევისა და განვითარების ცენტრის ბიუჯეტი შეადგენდა ბრუნვის 3.2% -ს და დღეს „KANAT“ აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების განვითარებაში მაღალი დამატებითი ღირებულებით, რათა დააკმაყოფილოს მრავალფეროვანი სამომხმარებლო სეგმენტების კომპლექსური მოთხოვნები სექტორში არსებული ტექნოლოგიური მიღწევების შესაბამისად. ამ შემთხვევაში უპირველესი ამოცანაა იმპორტირებული რესურსების გამოყენების პრევენცია და ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. გარდა აღნიშნულისა, ამასთან, „KANAT“ მიჰყვება სტრატეგიულ მიზანს შექმნას პროდუქციის პორტფოლიო და გახდეს სექტორში წამყვანი მწარმოებელი, რომელსაც შეეძლება დააკმაყოფილოს მომხმარებლის ყველა მოთხოვნა თუ საჭიროება. „KANAT“-ის კვლევისა და განვითარების ცენტრის მიზანია იყოს ამ სექტორების ლიდერი თავისი სტრატეგიითა და ოპერაციებით. ამ მიზნის შესაბამისად ჩატარებული კვლევები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

  • „KANAT“- ის კონკურენტუნარიანობის ზღვრის დაცვა და გაუმჯობესება,
  • სექტორისთვის სპეციფიკური კვლევისა და განვითარების ცენტრის მიდგომების განვითარება სექტორებისა და ოპერაციებისთვის ცენტრში დასაქმებული გამოცდილი გუნდების დახმარებით,
  • გლობალური შესრულების ხარისხის დაცვა, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის საქმიანობას და ინვესტიციების განახორციელებას იმ ფაქტის უზრუნველსაყოფად, რომ სასარგებლო პროდუქციის წარმოება ქვეყნის შიგნითაც არის შესაძლებელი,
  • კვლევისა და განვითარების ცენტრის მიერ კვლევების ჩატარება საწარმოო ერთეულების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და შესაბამისად, პროდუქციის ხარჯების შესამცირებლად,
  • თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან, რომლებიც მუშაობენ საღებავების ტექნოლოგიაზე,
  • ექსპერტებით დაკომპლექტებულ პერსონალთან ერთად მეცნიერულ და პროფესიულ პლატფორმებზე ყოფნა, რომლებიც აწყობენ ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებსა და არიან ევროკავშირის ტექნოლოგიური პლატფორმების ორგანიზატორები.