კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ინფორმაცია კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ვებ-გვერდის ვიზიტორებისთვის

კომპანია „Kanat Boyacılık („Kanat Boya“) დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რაც რეგულირდება კონსტიტუციის მე–20 მუხლით. ამრიგად, იგი აფასებს პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას კანონის შესაბამისად და მოქმედებს ამ მიდგომით დაგეგმარებისა და საქმიანობის მიმართულებით.
„Kanat Boya“ არა მხოლოდ თვლის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, რაც კონფიდენციალურობის უფლების საფუძველია, და მათი დამუშავება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისობის ფარგლებში, არამედ აფასებს პიროვნებას, როგორც მიდგომას მონაცემთა დაცვის მიმართ. ასეთი ღირებულებების საფუძველზე, ატარებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებას, პირადი მონაცემების უკანონო დამუშავების თავიდან ასაცილებლად და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულ კონტექსტში, ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის პირობების შესახებ, რაც ხორციელდება ან გაზიარებულია ვებ–გვერდის http://www.kanatboya.com/tr/ გამოყენების დროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ #6698 კანონის შესაბამისად.
1. განმარტებები
ვებ–გვერდი
www.kanatboya.com.tr
კანონი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ #6698 კანონი
პერსონალური მონაცემები
იდენთიფიცირებულ ან იდენთიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია
ონლაინ ვიზიტორი/მონაცემთა სუბიექტი
ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს ვებ-გვერდთან წვდომა. მოიხსენიება „ვიზიტორ“-თა კატეგორიაში კომპანიის შესაბამის რეგულაციაში.
საბჭო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბჭო
კომპანიის სახელი
Kanat Boyacılık
ჰოსტინგ პროვაიდერი: ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ან ამუშავებენ სისტემებს, ინტერნეტში სერვისებისა და ქონთენთის ჰოსთი.2. დამუშავებული პერსონალური მონაცემები
ონლაინ ვიზიტორის დამუშავებული პერსონალური მონაცემები, რაც დამოკიდებულია ვებ-გვერდზე წვდომასა და მასზეგანხორციელებულ ტრანზაქციებზე, წარმოდგენილია ქვემოთ:
ონლაინ ვიზიტორებისთვის, რომლებიც სტუმრობენ ვებ–გვერდს,
– უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავება (IP მისამართი, ინფორმაცია ვებ– გვერდზე ტრეფიკის შესახებ და ა.შ.)ონლაინ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ვებ-გვერდზე ავსებენ ფორმებს,
– პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი)
– საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი)გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელია სხვა მონაცემების დამუშავებაც, რაც შეიძლება სავალდებულო იყოს კანონის შესაბამისად ვებ-გვერდის ფუნქციონირებისთვის, განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის.
3. პერსონალური მონაცემების შეგროვების მეთოდი და მოქმედების საფუძველი
პერსონალური მონაცემები გროვდება ვებ-გვერდის გამოყენებით ან საკონტაქტო ინფორმაციის ფორმის შევსებით იმ ვადით შესანახად, რაც საჭიროა მთლიანად ან ნაწილობრივ ავტომატიზირებული საშუალებით მათ დასამუშავებლად.პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ონლაინ ვიზიტორის მკაფიო თანხმობის საფუძველზე. თუმცა, კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება მოხდეს მონაცემთა სუბიექტის მკაფიო თანხმობის გარეშე, თუ აღნიშნული (i) პირდაპირ არის ნებადართული ნებისმიერი კანონით, (ii) აუცილებელია მონაცემთა მაკონტროლებლისთვის იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად, (iii) აუცილებელია უფლების დასაწესებლად, გამოსაყენებლად და დასაცავად, (iv), საჭიროა მონაცემთა მაკონტროლებლის კანონიერი ინტერესებისთვის, იმ პირობით, რომ მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები არ დაირღვევა.პერსონალური მონაცემების დამუშავება დამოკიდებულია ვებგვერდზე ონლაინ ვიზიტორის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, პირდაპირი ნებართვის შემთხვევაში ნებისმიერი კანონით, ან კანონის 5 (2) მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირობებით, შემდეგი მიზნებისათვის;ბიზნეს საქმიანობის წარმართვა, მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯმენტის პროცესი, მოთხოვნების/საჩივრების დაკმაყოფილება და საკომუნიკაციო საქმიანობა „პირადობისა და საკონტაქტო დეტალების“ ფორმის შევსების შემთხვევაში,საინფორმაციო უსაფრთხოების პროცესის მენეჯმენტი, როდესაც მუშავდება „ინფორმაცია ვებ–გვერდის ტრეფიკის შესახებ“. თუმცა, #5651 კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების თანახმად, ჰოსტინგ სერვის პროვაიდერმა უნდა აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია ვებ-გვერდზე ტრეფიკის შესახებ.პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციული ელექტრონული შეტყობინებების გასაგზავნად აუცილებლად მოითხოვს ონლაინ ვიზიტორის მკაფიო თანხმობას.ვებ-გვერდზე არ გამოიყენება მესამე მხარის ქუქი-ფაილები. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქუქი-ფაილები, რომლებიც აუცილებელია გვერდის მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის. არაა აუცილებელი ონლაინ ვიზიტორებმა მიიღონ ქუქი-ფაილები, მათ შეუძლიათ აირჩიონ შეტყობინების მიღება ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. თუმცა, ვებ-გვერდის გარკვეულმა ფუნქციებმა შესაძლოა ვერ იმუშაოს სათანადოდ, როდესაც ქუქი–ფაილების გამორთვა ხდება.შემდეგი ბმულები გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მართოთ (და გამორთოთ) ქუქი–ფაილები ზოგიერთ ბრაუზერში:Chrome Browser
https://support.google.com/accounts/answer/61416?hl=tr

Internet Explorer
https://support.microsoft.com/tr-tr/help/17442/windows-internet-explorer-delete-manage-cookies

Mozilla Firefox
https://support.mozilla.org/tr/products/firefox/protect-your-privacy/cookies

Safari
https://support.apple.com/tr-tr/guide/safari/manage-cookies-and-website-data-sfri11471/mac

4. პერსონალური მონაცემების მიმღებები და გადაცემის მიზნები
კომპანია „Kanat Boya“-ის მიერ კანონის შესაბამისად დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცეს ჩვენს კომპანიონებსა და უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.

5. მონაცემთა სუბიექტის უფლებები გათვალისწინებული კანონის მე -11 მუხლით
კანონის მე–10 მუხლის თანახმად, კომპანია „Kanat Boya“ აცნობებს მონაცემთა სუბიექტებს მათი უფლებების შესახებ და აწვდის შესაბამის ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უფლებებით სარგებლბა და ამასთან ახორციელებს ამ ყველაფრისთვის საჭირო შიდა პროცედურებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ შეთანხმებებს.

კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტებს აქვთ უფლება;

• იცოდნენ, რომ ხდება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება,

მოითხოვონ შესაბამისი ინფორმაცია ხდება თუ არა თუ მათი მონაცემების დამუშავება,

იცოდნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები და ხდება თუ არა მათი შესაბამისად გამოყენება,

ჰქონდეთ ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, რომელთაც გადაეცათ მათი მონაცემები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ,

მოითხოვონ მონაცემების მოდიფიკაცია თუ დამუშავება ხდება არასრულად ან არა სათანადოდ,

მოითხოვონ პერსონალური მონაცემების წაშლა ან განადგურება კანონის მე-7 მუხლის თანახმად,
მოსთხოვონ მესამე მხარეს, რომელსაც გადაეცა მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები, რომ მოხდეს მათი მხრიდან შეტყობინება •

რა ტიპის ტრანზაქციები განხორციელდა (მოდიფიკაცია და განადგურება) კანონის მე-11 მუხლის (დ)(ე) ქვეპუნქტების მიხედვით,
გააპროტესტონ თავად მიღებული შედეგები დამუშავებული მონაცემების ანალიზით, მხოლოდ ავტომატური სისტემებით
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ პირადი მონაცემები დაზიანებულია უკანონო დამუშავების შედეგად.

•მოთხოვნები და განცხადებები, რომლებიც ეხება კანონის აღსრულებას, შესაძლოა წარდგენილ იქნეს პირადად ან გაიგზავნოს ნოტარიუსის დახმარებით შემდეგ მისამართზე “…………………………………………………………………………” ჩვენს ვებ-გვერდზე შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით (www.kanatboya.com.tr). მათი გაგზავნა ასევე შესაძლებელია რეგისტრირებული ელ. ფოსტის მისამართის მეშვეობით (……………………….), ან ელექტრონული ან მობილური ხელმოწერით.
მოთხოვნებისა და აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია ასევე მისამართზე …………………. თუ ფიქსირდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ჩვენი კომპანიისთვის გამოგზავნილი ელ.ფოსტის მისამართი და იგი დარეგისტრირებულია ჩვენი კომპანიის სისტემაში.

შემდეგი ინფორმაცია სავალდებულოა მოთხოვნებსა და განაცხადებში:
• სახელი, გვარი და ხელმოწერა თუ განცხადება წერილობითია,
• თურქეთის ეროვნული პირადობის დამადასტურებელი ნომერი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, ეროვნება და პასპორტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი) სხვა ეროვნების პირების შემთხვევაში.
• მუდმივი საცხოვრებელი მისამართი ან ბიზნეს მისამართი,
• ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომერი (არსებობის შემთხვევაში),
• თემა

განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ჩვენი კომპანია უფასოდ უპასუხებს განაცხადში არსებულ მოთხოვნებს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და უახლოესი ოცდაათი დღის განმავლობაში, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე. თუმცა, თუ ტრანზაქცია დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, საბჭოს მიერ განსაზღვრული რეგულაციით შეიძლება დაწესდეს საფასური.

ჩვენმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს განცხადება ან უარი თქვას მასზე მიზეზების ახსნით და წერილობით ან ელექტრონულად აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. თუ განაცხადში წარმოდგენილი მოთხოვნა მიიღება, ჩვენი კომპანია დააკმაყოფილებს მოთხოვნებს უმოკლეს პერიოდში და შესაბამისად, აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. თუ ხარვეზი გამოწვეულია ჩვენი კომპანიის შეცდომით, თანხა აუნაზღაურდება მონაცემთა სუბიექტს.

თუ განცხადება უარყოფილია, პასუხი არ არის მისაღები ან განაცხადს დროულად არ უპასუხეს, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს საბჭოში მიღების თარიღიდან 30 დღის და ნებისმიერ შემთხვევაში აპლიკაციის თარიღიდან სამოცი დღის ვადაში.