ხარისხის მართვა

მდგრადი განვითარება > ხარისხის მართვა

ხარისხის მართვა

როდესაც საუბარია საღებავებისთვის დამახასიათებელ სპეციფიკაზე და სამომხმარებლო მოთხოვნებზე, „KANAT“ თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ:

  • გახდეს ლიდერი კომპანია სამიზნე შიდა ბაზრებზე,
  • წარმოდგენილი იყოს გლობალურ ბაზრებზე პირდაპირი და არაპირდაპირი საექსპორტო საქმიანობებით,
  • ჰყავდეს ბედნიერი და ჩართულობით გამორჩეული პერსონალი
  • თანამშრომლობდეს ლოიალურ და ინფორმირებულ მომხმარებლებთან,

და კომპანია ამისათვის ვალდებულია:

  • იყოს მოქმედი და ეფექტური,
  • მიჰყვებოდეს ახალ ტექნოლოგიებს კვლევისა და განვითარების ცენტრის კვლევების საშუალებით,
  • იყოს შეუცვლელი ბიზნეს პარტნიორი თავისი მომხმარებლებისთვის, ტრენინგისა და სერვისის საშუალებით,
  • დაიცვას საერთო ადამიანური ღირებულებები კორპორატიული მიზნების მისაღწევად.

„KANAT“-ის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ხარისხი არის მთავარი ქვაკუთხედი მიზნების მისაღწევად და ამ ფაქტის საფუძველზე, კომპანიამ შეიმუშავა ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინებს, ხელი შეუწყოს გუნდურ მუშაობას, გადახედოს და გააუმჯობესოს ყველა პროცესი და კომპანიის სისტემას აქვს IATF 16949 და ISO 9001 სტანდარტები. „KANAT” განსაზღვრავს ხარისხს როგორც” გარანტიას, რომ პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება ხდება ზუსტად, სრულად და დროულად ”და კომპანიის პერსონალი იცავს ამ პოლიტიკას უწყვეტი მუშაობით, რათა შექმნას ფასეულობები და პროდუქტები, რომლებიც გზას გაუხსნის მას მომავლისკენ შეუზღუდავი ენერგიითა და დაინტერესებული მხარეებისთვის გამორჩეული მხარდაჭერით.